!!! Speciální stránka pro zadání nové zoo, doplnění či opravu stávajících údajů  !!!  •  !!! Special page for entering a new zoo, addition or correction current info !!!
 
Batumi Zoo
 
     
  ზოოკუთხე ისტორია  
            “6 მაისის პარკის” ერთ–ერთი საინტერესო, შემეცნებით–სანახაობითი განყოფილებაა ზოოკუთხე. მისი ისტორია იწყება 1898 წლიდან, როდესაც ბათუმის ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ ახლანდელი ზოოკუთხის ადგილზე დააარსა ე.წ. მანეჟი, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები ბინადრობდნენ: მაიმუნები, დათვები, ძაღლები...
          1933 წელს, როდესაც ქალაქის პარკი ბავშვთა პარკად გადაკეთდა, კვლავ დადგა საკითხი ზოოკუთხის მშენებლობის შესახებ. 1937 წელს გამოიყო 0,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მოეწყო გალიები. დროთა განმავლობაში ზოოკუთხე იცვლებოდა. 1971 წელს ხის ვოლიერები კაპიტალური ნაგებობებით შეიცვალა, გაიზარდა მობინადრეთა სახეობრივი შემადგენლობა. მაშინდელი ზოოკუთხის ბინადრები ძირითადად იყვნენ საქართველოს ენდემური ცხოველები: კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მაჩვი, მელა, ირემი, ბოცვერი. ასევე სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი და ფრინველი - მაიმუნი, შოტლანდიური პონი, არწივი, თუთიყუში, ფარშავანგი, ციცარი, დეკორატიული იხვი და სხვა.
          2006-2007 წწ. განხორციელდა ზოოკუთხის ძირეული რეკონსტრუქცია, ამჟამად მისი ფართობი 2 ჰექტარზე მეტია. საფუძვლიანად კეთილმოეწყო ცხოველთა საბინადრო ვოლიერები, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის სადგომები. მათი კვების რაციონსა და რეჟიმს კვალიფიციური სპეციალისტები განსაზღვრავენ. ზოოკუთხის ადმინისტრაციულ შენობაში მოწყობილია საოპერაციო და ლაბორატორიული კაბინეტები. ზოოკუთხე დაყოფილია განყოფილებების მიხედვით 3 სექტორად – სექტორი A-ში არის პრიმატები და ფრინველები, სექტორ B–ში ჩანთოსნები, ხოლო სექტორ C–ში ჩლიქოსნები. დღეისათვის გვყავს: ჩანთოსნებიდან: წითური კენგურუ; პრიმატებიდან: პავიანი ბაბუინი, პავიანი ჰამადრილი, იაპონური მაკაკა, მანდრილი, კატისებური ლემური, ლემური ვარი, მწვანე მაკაკა, ჰუმბოლტის ხშირბეწვიანი მაიმუნი, დე–ბრასა, დურუკული – ღამის მაიმუნი; ჩლიქოსნებიდან: ანტილოპა გარნა, ხალებიანი ირემი, ირემი აქსისი, კავკასიური შველი, ზებრა; ფრინველებიდან (ორნითოლოგიური განყოფილება) – თუთიყუშების: ჟაკოს, ყვითელშუბლა ამაზონის, კაკადუს 2 და არას 3 სახეობა.
          უახლოეს მომავალში ამოქმედდება ბავშვთა კონტაქტური კუთხე. აქ პატარები არა მარტო დაათვალიერებენ ზოოკუთხის მობინადრე ცხოველებს, არამედ მათთან უშუალო კონტაქტს ამყარებენ - მიაწოდებენ საკვებს, გაერთობიან მათთან ერთად, შეურჩევენ სახელებს და ა. შ. კონტაქტური ზოოკუთხისათვის შეირჩა უსაფრთხო ცხოველები: ბოცვერები, ზღვის გოჭები და ცხენები. კონტაქტური ზოოკუთხე თანამედროვე ზოოპარკების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პატარებსა და დიდებში ცხოველებისადმი სიყვარულს, მათზე ზრუნვის სურვილსა და ნებისმიერი ცოცხალი არსების წინაშე პასუხისმგებლობის სურვილს აღძრავს.


წყარო: ოფიციალურ საიტზე 6 მაისის პარკის  (2012)

 
   
WZD - Worldwide Zoo Database
2009 - 2019
Zdroje a autoři: WZD, oficiální stránky ZOO, oficiální tiskové a jiné materiály ZOO (není-li uvedeno jinak); Datum poslední aktualizace: 17. 12. 2019
Sources and authors: WZD, official websites of ZOO, official printed and other matters of ZOO (if it is not stated otherwise); Date of last actualization:17. 12. 2019
Všechny části tohoto webu (včetně obrázků, videí apod.) podléhají copyrightu autorů.   •   All parts of this website (including images, videos, etc.) are subject to copyright of authors.